თბილისის მოდის კვირეული ხვალ დაიხურება

თბილისის მოდის კვირეული ხვალ დაიხურებათბილისის მოდის კვირეული გრძელდება. მეორე დღე ატელიე 27-ის ჩვენებით დაიხურა. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ძირითადი აქცენტი დიზაინერმა ფერად აბრეშუმზე გააკეთა.

თბილისის მოდის კვირეული წელს მეთექვსმეტედ ტარდება. ჩვენებების გარდა, განრიგი დატვირთულია თანამედროვე არტინსტალაციებითა და  გამოფენებით.

თბილისის მოდის კვირეული დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ გახსნა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებას მულტიფუნქციურმა სივრცე “რესპუბლიკამ“ უმასპინძლა.

პროგრამა ქართველი დიზაინერების ჩვენებებსა და 20-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს. თბილისის მოდის კვირეული ოთხ დღეს გასტანს და 30 ოქტომბერს დასრულდება.

იმედინიუსი