ცოტნე გამსახურდია – ”გაანათლოს თემურ ქორიძე… მოუსმინეთ ამ ვიდეოჩანაწერს, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი პატივისმიგება ამჟამად. და თქვენც ძლიერ გამოგადგებათ”

ცოტნე გამსახურდია - ”გაანათლოს თემურ ქორიძე... მოუსმინეთ ამ ვიდეოჩანაწერს, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი პატივისმიგება ამჟამად. და თქვენც ძლიერ გამოგადგებათ”ცოტნე გამსახურდიამ თემურ ქორიძეს ფეისბუქზე ასეთი პოსტი მიუძღვნა:

”გაანათლოს ბატონი თემური… დიდი წესიერების, კულტურის, შემართების პატრონი, თავმდაბალი და უპრეტენზიო ადამიანი, დაუფასებელი დღევანდელობაში. დღევანდელ მედიასივრცეში, სადაც მხოლოდ ქაჯებსა და გოიმებს აფასებებენ, მათ შაბლონებსა და ინსტინქტებს იზიარებენ და გვაზიარებენ, აზროვნება, იდეალები,პერსპექტივის აღმოჩენა და მასზე მსჯელობა ვის სჭირდება?

არ სჭირდება აქ მმართველ, პარაზიტ “ელიტას” განათლებული, მოაზროვნე, კრიტიკული საზოგადოება. ზემოხსენებული საზოგადოება განა აირჩევდა ამდენ თაღლითს, უვიცსა და ნაძირალას? დიახ, სწორედ აქაა პასუხი რატომ დაინგრა განათლების სისტემა, ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სოციალური ინსტიტუტები, საერო და რელიგიური ინსტიტუტები ყველაფერს აკეთებენ გონების, მენტალობის მაქსიმალურად დასაბნელებლად.

მართლაც სასაცილოა ასე ბრიყვულად გჯეროდეს მისი , ვისაც სურს მუდმივი ძალაუფლება ჰქონდეს შენზე.

გაანათლოს ბატონი თემური. მოუსმინეთ ამ ვიდეოჩანაწერს, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი პატივისმიგება ამჟამად. და თქვენც ძლიერ გამოგადგებათ.”