ცოტნე გამსახურდია – “კალაძემ იმიტომ მოიგო, რომ მოსახლეობის უმეტესობა უსარგებლო, უმაქნისი და უმეცარი ბალასტია”

ცოტნე გამსახურდია - "კალაძემ იმიტომ მოიგო, რომ მოსახლეობის უმეტესობა უსარგებლო, უმაქნისი და უმეცარი ბალასტია"ცოტნე გამსახურდიაკახა კალაძის თბილისის არჩევნებზე გამარჯვება ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასე შეაფასა:

“კახა კალაძემ გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ ქოცებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და თავად რამეს წარმოადგენს პოლიტიკაში, არამედ რადგან თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის საკუთარი ქალაქისა და ქვეყნისათვის აბსოლუტურად უსარგებლო, უმაქნისი და უმეცარი ბალასტი.

მხოლოდ რიცხვები:

არჩევნებზე მივიდა 950,000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 400,000 და აქედან 209,000 ადამიანმა ხმა მისცა სახელისუფლებო კანდიდატს. 
ანუ: მილიონ 350 ათასიან ქალაქში მერი აირჩია 200,000 კაცმა!

ხსენებული 209,000 გახლდათ ძალაუფლებისა და ფულის პარტიის მიერ კარგად ორგანიზებული საკუთარი მხარდამჭერები, საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში დასაქმებულები – რომელნიც შიშითა თუ მოქრთამვით, თუ “შკურნი” ინტერესით საარჩევნო უბნებზე მიიყვანეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამარცხვინო ცესკოს ხელშეწყობით მმართველი პარტიის მიერ მკაცრად კონტროლდებოდა. ტყუილად ხომ არ უხდიან თამარ ჟვანიას თქვენს 17,000 ლარს თვეში…?

და მაინც: მთავარი გამარჯვება ქოცებმა სწორედ უმრავლესობის ლაჩრობით, უმეცრებით, გულგრილობით მოიპოვეს! ჰოდა, ჰალალი იყოს!

მე არ ვიქნები თქვენსავით პოლიტკორექტული და არ მივულოცავ ახლა გამარჯვებას კახი კალაძეს, რომელსაც თბილისი არჩევნებამდე სამი თვით ადრე გაახსენდა. მე მას მივულოცავ 4 წლის შემდეგ, როდესაც ამ ქალაქში სკვერი აღარ დარჩება, სადაც ხელისუფლების ნათესავები და მათთან დაკავშირებული ბიზნესი კორპუსებს არ ჩადგავს; სადაც მერია გაივსება ახალი მერის ნათესავებითა და თანასოფლელებით; სადაც მერიის თანამშრომლები წელიწადში 13-15 ჯერ აიღებენ პრემიებს და სადაც მძიმე ავადმყოფებსა და ღატაკებს უსაფუძვლოდ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას; სადაც ყველა ტენდერს ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები უალტერნატივოდ მოიგებენ; სადაც კიდევ მოიმატებს ონკოლოგიური და სასუნთქი გზების დაავადებების სტატისტიკა და საიდანაც კიდევ ათეულობით ათასი ადამიანი იქნება გაქცეული უცხოეთში მონურ სამუშაოზე!

აი, მაშინ მივულოცავ კახა კალაძეს, და თქვენც!

პ.ს.კიდევ კარგი, იოტისოდენა პირადი ინტერესი არ მაქვს და არ მქონია საზოგადოებრივ საქმიანობაში: არც ფული მდომია აქ და არც თანამდებობა ან ძალაუფლება. ჰოდა, ღმერთმა შეგარგოთ, დიმიტრის ელოდეთ, გელოვანს, სანამ აქედან გა-რ-აშენდებით!

ყვავი მძღ…ზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო, თქვენზეა, რა …

პ.პ.ს. კარგად შეინახეთ და გაიხსენეთ ეს სტატუსი ოთხი წლის შემდეგ. და კიდევ არ მიხვიდეთ არჩევნებზე!”