ცოტნე გამსახურდია – ქვის ხანაა, ქალიშვილები ვიღაც დეგრადირებულთა ღმურძლვა-ლორწკვის ობიექტები რომ ხდებიან, უმრავლესობა კი მოძალადეთა რიცხვში მოხვედრაზე ოცნებობს

ცოტნე გამსახურდია - ქვის ხანაა, ქალიშვილები ვიღაც დეგრადირებულთა ღმურძლვა-ლორწკვის ობიექტები რომ ხდებიან, უმრავლესობა კი მოძალადეთა რიცხვში მოხვედრაზე ოცნებობსცოტნე გამსახურდია ქალთა სექსუალური ჩაგვრის თემას ფეისბუქზე ასეთი პოსტით გამოეხმაურა:

”ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩემს აზრს ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხზე:

დიახ, ფემინიზმი ხშირად გადაჭარბებული სიმძაფრით და მწვავედ საუბრობს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც ჩვენში სულაც არ არის გასაკვირი. ბრმა უნდა იყო,რომ ვერ დაინახო ეს პრობლემები ჩვენ გარშემო, თუ მხოლოდ სუფრაზე ჭიქით ხელში ქალის სადღეგრძელოთი არ შემოიფარგლები.

თუმც აქ საქმე, პირველ რიგში, ფემინისტურ დისკურსს კიარა, პიროვნების პატივისცემას და მისი უფლებების აღიარებას ეხება. “მერე რა მოხდა, პატარა გოგოს ხელი მოუთათუნა” – ფრაზის უკან დგას შენზე სუსტის, უმცროსის, ნაკლები ფიზიკური ძალის, ფინანსური და სოციალური კაპიტალის, ცხოვრებისეული გამოცდილების თუ რეპუტაციის მქონე ა დ ა მ ი ა ნ ი ს უფლების უგულებელყოფა – დაიცვას მისი პიროვნული ღირსება და ხელშეუხებლობა!

კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც სწორედ ჯუნგლების გულისგულიდან არის გადმოტანილი და ამ ფრაზის ავტორების ქვის ხანის დონის განვითარებაზე მეტყველებს, არის: “მერე, პატრონი არ ჰყავდა?” ქალიშვილების მამებო, ესე იგი, შვილები “უპატრონოდ”, ჩადრის და დაცვის გარეშე ვერ უნდა გავუშვათ მზის სინათლეზე, რათა ვიღაც დეგრადირებულთა ღმურძლვა-ლორწკვის ობიექტი არ გახდნენ სამომავლო ბრალდებით – “უპატრონო იყო”?!

ეს პრობლემა მცირე მასშტაბში ასახავს სწორედ იმ დიდ პრობლემას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული. უპატრონოს, სუსტისა და უუფლებოს სიცოცხლის, ღირსების, პატივის უგულებელყოფას მათ მიერ, ვინც მოასწრო, მოახერხა, იჩალიჩა გამხდარიყო ძლიერი, მდიდარი და ძალაუფლებით აღჭურვილი თქვენი და თქვენი შვილების სასიცოცხლო უფლებების ხარჯზე სოციალურ, ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ ველში. რაც ყველაზე ტრაგიკულია ამ ყველაფერში: უმრავლესობა ამ ამაზრზენი სიტუაციის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ მოძალადეთა რიცხვში მოხვედრაზე ოცნებობს. ქართული ოცნებაა, ფაქტობრივად… ირონიის გარეშე.

“ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა” – ნუთუ ამ სიტყვების ავტორი ქართველი იყო…?

ოღონდ ააამშორდეს მგელობა :(((”