უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს – ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა…”

უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს - ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა...”ნაციონალური მოძრაობის მიერ მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეფასებას უპასუხა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

– დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან, ნევროზიანი პოლიტიკოსები, ალბათ იმ ხუთეულში მეც მოვიაზრებოდი და მე კითხვა მაქვს – ბოლოს როდის ნახეთ მოეწვიოთ სამშაბათს მთავრობის სხდომა ტურიზმის საკითხებზე და ტურიზმზე ელაპარაკოთ წუთნახევარი და დანარჩენი დრო დაეთმოთ გუშინდელი ჩვენი აქციისთვის. ვის აქვს ნერვოზი გასაგებია, ეტყობა იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ ატეხეთ ამბავი, ვის უბედავს ნაციონალური მოძრაობა ამასო, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა თოქშოუ ,,რეაქციაში“.

ნიუპოსტი