მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი, ბანკირი ვახო ჭუმბურიძე დაოჯახდა. მისი მეუღლე თეო გაბრიელაშვილია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს.
თეო გაბრიელაშვილის და ვახო ჭუმბურიძის სიყვარული რამდენიმე თვეს ითვლის, თავიანთი ურთიერთობა მათ გასულ ზაფხულს გაასაჯაროვეს.
ვახომ და თეომ დაქორწინება შემოდგომაზე გადაწყვიტეს და 8 ოქტომბერს უახლოესი ადამიანები თავისი ბედნიერების გასაზიარებლად გურამიშვილის მარანში შეკრიბეს.
წყვილის გაბედნიერებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც.
მაკა ზამბახიძე და ვახო ჭუმბურიძე საუკეთესო წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა ორი წლის წინ დაშორდნენ.
დაშორება ვახომ რამდენიმე თვის წინ დაადასტურა.
ერთი კვირის წინ, კი პრესა მაკა ზამბახიძის და ძიუდოის მიშა ჩოხელის რომანზე ალაპარაკდა. რომელთანაც მაკას რამდენიმეთვიანი ურთიერთობა აკავშირებს.
რეიტინგი

