რუსეთში მოღვაძე ცნობილი ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის შვილი გათხოვდა. ინგა მელაძის რჩეული ”ალ ჯაზირას”ჟურნალისტი მაროკოელი ნური ნერგეზეა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცერემონია მაროკოში გაიმართა. 24 წლის ინგას მეჯვარეები მისი დები სოფია და არინა იყვნენ. საკურთხეველთან ინგა მელაძე მამამ მიიყვანა.
წყვილმა მანამდე 2017 წლის 14 იანვარს ხელი გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ კი, კემბრიჯში მოაწერა. სამოქალაქო ცერემონიას ვალერი მელაძე მაშინ არ დასწრებია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ინგა მელაძესა და ნური ნერგეზეს უკვე 7 წელია სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. ერთმანეთს ბრიტანეთში მდებარე King’s Ely-ს სკოლიდან იცნობენ, სადაც ერთად სწავლობდნენ.

