ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს – თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძე

ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს - თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძემიმდინარე წლის დეკემბერში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, ქართული ოცნება უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ქართული ოცნება ორ კანდოდატს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძეს განიხილავს.

საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.

ნიუპოსტი