ვლადიმერ ჟირინოვსკიმ შავკანიანთა სიმრავლის გამო სპარტაკი გააკრიტიკა

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ შავკანიანთა სიმრავლის გამო სპარტაკი გააკრიტიკარუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სპარტაკის სევილიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსულ გუნდებში უფრო მეტი რუსი უნდა თამაშობდეს.

”რა აზრი აქვს სპარტაკის გულშემატკივრობას, როდესაც 5 გოლიდან რუსმა მხოლოდ ერთი გაიტანა. არც კი ვიცი ეს სპარტაკია, თუ აფრიკის ნაკრები. საჭიროა, რომ გუნდებში უფრო მეტი რუსი თამაშობდეს”– განაცხადა ჟირინოვსკიმ.

სპარტაკმა საკუთარ მოედანზე სევილია 5:1 გაანადგურა და ამ გამარჯვების შემდეგ მოსკოველებს ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდათ.