მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლივერპულთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
”ლივერპულს ბოლო პერიოდში არ უმართლებს, მაგრამ ისინი მაინც ძლიერები არიან, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ჩემმა გუნდმა შეხვედრა მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ჩაატაროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ შედეგს”– განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს შაბათს, 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15.30 საათზე დაიწყება.

