82 წლის მსახიობის არმენ ჯიგარხანიანის და მისი 38 წლის ცოლის, ვიტალინა ციმბალიუკ-რომანოვსკაიას სკანდალური გაყრის პროცესი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია.
დღეს მას მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა. პროცესი 9 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 27 ნოემბრისთვის გადაიდო. ვიტალინა იმყოფება თბილისში და ВГТРК-ს მტკვრის სანაპიროზე ინტერვიუ მისცა.
– აქ არავის ვემალები, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ზუსტი ადგილსამყოფელი არ გავთქვა, სხვა ჟურნალისტები რომ არ დამეხვიონ თავს, – უთხრა ვიტალინამ ჟურნალისტს.
მან თქვა, რომ თბილისში ტანვარჯიშითაა დაკავებული და სტრესს იხსნის. არმენ ჯიგარხანიანის შესახებ კი ასეთი რამ განაცხადა:
– მას არ ესმის, რას აკეთებს და ხელს აწერს იმ ქაღალდებს, რომლებიც მასთან მიაქვთ.
– თეატრში ჩემი მოღვაწეობის დროს მისი წლიური ბიუჯეტი 73 მილიონი იყო, თქვენ კი 80-ზე მელაპარაკებით? ჩემი მოღვაწეობის დროს სპონსორთა ფული საერთოდ არ შემოსულა.
ინტერვიუს ჩაწერის დროს რომიდან ჩაერთო არმენ ჯიგარხანიანის და, მარინა, რომელმაც რძლის მხარე დაიჭირა და თქვა, რომ არმენის მეურვეობაზე უარს არ იტყოდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ვიტალინამ არმენისგან გაქცევის და მისი მოტყუების გეგმა დიდი ხნის წინ შეიმუშავა და ახლა მას ახორციელებს.

