ბარსელონას თურქი ნახევარმცველი არდა ტურანი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს, სადაც ის ზამთარში იჯარის წესით გადავა. გალათასარაიმ და ბარსელონამ უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს, ამიტომ ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი აღუდგება.
წლევანდელ სეზონში ტურანი საერთოდ არ გამოსულა მოედანზე ბარსელონას მაისურით და ცხადი იყო, რომ კატალონიურ გუნდს მისი გაშვება სურდა.
არდამ ბარსელონაში ორი სეზონი გაატარა და თავიდან ის წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს მოსვლის შემდეგ ის მოედანზე აღარ გამოჩენილა.

