28 ნოემბრიდან გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება გურამ ყორანაშვილის წიგნი ”ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა”.
ფასი გაზეთთან ერთად 10 ლარი.
წიგნის მაღაზიებში მისი ფასია 13,5 ლარი.
გიორგი სააკაძის ღვაწლის გაგება-შეფასების მცდელობანი ქართულ ისტორიოგრაფიასა და, საერთოდ, საზოგადოებრივ აზროვნებაში, საუკუნეების მანძილზე არ დამცხრალა. პირიქით, უკანასკნელ ათწლეულებში გამძაფრდა კიდეც. თითქოს, ერთი შეხედვით, საკითხის გაგება არცთუ ისე ძნელია, მაგრამ მოხდა ამბავი, რამაც გამორიცხა მისი გააზრების ნორმალური განვითარება.
საქმეში ჩაერია იოსებ სტალინი, რომელსაც თავი დიდ ისტორიკოსადაც მიაჩნდა. მის ზეგავლენას ვერ ასცდა ქართული ისტორიოგრაფიაც და ეს ვითარება დღემდე გრძელდება.