ბაიერნი დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავს

ბაიერნი დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავსმიუნხენის ბაიერნი პსჟ-ს გერმანელი შემტევის იულიან დრაქსლერის ყიდვას აპირებს, რომელმაც ნეიმარის მისვლის შემდეგ პსჟ-ში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დრაქსლერს გერმანიაში სურს დაბრუნება და ბაიერნი მისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია.

მიუნხენელები თავის მხრივ დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავენ და იულიანს შეუძლია ფრანგი ვეტერანის ღირსეულად ჩანაცვლება. რიბერი უკვე 34 წლის არის და სეზონის ბოლოს ის სავარაუდოდ ბაიერნიდან წავა. მიუნხენელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.