ბარსელონამ კრისტიან ერიქსენს დაადგა თვალი

ბარსელონამ კრისტიან ერიქსენს დაადგა  თვალიბარსელონამ ტოტენჰემის დანიელ ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს დაადგა თვალი, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას მარტომ გაიყვანა თავისი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ერიქსენის მიმართ ინტერესს ბარსელონას გარდა კიდევ ბევრი გუნდი გამოხატავს, თუმცა დანიელი ფეხბურთელის ყიდვა რთული იქნება, რადგან ტოტენჰემის პრეზიდენტის თქმით ის ერიქსენს 200 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს.

ბარსელონა ამ თანხის გადახდას არ აპირებს, ამიტომ ეს ტრანსფერი შესაძლოა არ შედგეს. ბარსელონას მთავარი სამიზნე ზამთარში ფილიპე კოუტინიო იქნება, რომელიც სავარაუდოდ კატალონიური გუნდის ფეხბურთელი გახდება.