ტესტ მატჩს უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა სარაგბო სამყაროში. სპორტული პრესა აღნიშნავს, ქართველებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ მასპინძლებმა მათ მხოლოდ ერთი ლელოთი 13-6 მოუგეს.
სპორტული მედიისა და ბრიტანული რაგბის მესვეურები აცხადებენ, რომ ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართელო “ექვსი ერის” შემადგენლობაში შესვლას იმსახურებს:
“მიუხედავად მარცხისა, “ექვსი ერის” შემადგენლობაში საქართველოს შეყვანის მოთხოვნა ამ საღამოს კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმა და მალე ეს ხმა გამაყრუებელი იქნება.”
„საქართველოს ნაკრები, რომელიც რეიტინგში იტალიაზე მაღლა დგას, კარგი თამაშით ამყარებს თავის მოთხოვნას ექვს ერში მოხვედრაზე.“
ქართველებს კარგი თამაში თავად უელსელებმაც მიულოცეს:
„უელსი ულოცავს @GeorgianRugby-ს შეუპოვარ გამოსვლას კარდიფში“
ნიუპოსტი

