ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ბუფონმა ამის შესახებ განცხადება შვედეთთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მოგეხსენებათ რომ იტალიელებმა ვერ შეძლეს შვედეთის ბარიერის დაძლევა და მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებენ.
ბუფონის თქმით, მისთვის სამწუხაროა რომ მის კარიერაში ბოლო შეხვედრა ასეთი გამოვიდა, მაგრამ ის გრძნობს რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს. ბუფონი იტალიის ნაკრებში თითქმის 20 წლის მანძილზე თამაშობდა და 2006 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
ბუფონის ადგილს, სავარაუდოდ ჯანლუიჯი დონარუმა დაიკავებს.

