მადრიდის რეალის მცველი დანიელ კარვახალი მოედანს სავარაუდოდ ატლეტიკოსთან შეხვედრაში დაუბრუნდება. კარვახალს ტრავმა აწუხებდა, ხოლო შემდეგ კი მას გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს, რის გამოც მას შესაძლოა კარიერა დაესრულებინა, მაგრამ ეს პრობლემები სერიოზული არ გამოდგა.
ამჟამად კარვახალი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მზად არის თავის გუნდს დაეხმაროს. ატლეტიკოსთან შეხვედრას რეალი სტუმრად ჩაატარებს და სამეფო გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რადგან მათ უკვე საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგეს ესპანეთის ჩემპიონატში.

