ჩელსის ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრაში მოედანზე არ გამოჩენილა და უფრო მეტიც ის საერთოდ ვერ მოხვდა გუნდის განაცხადში.
ანტონიო კონტეს თქმით ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო და დავიდ ლუისი ამჟამად ცუდ ფორმაშია და თუ მან საკუთარ არ იმუშავა, მაშინ ის ჩელსის დატოვებს.
ინგლისურ პრესაში წერენ რომ კონტეს დავიდ ლუისთან უთანხმოება აქვს და ეს არის ბრაზილიელის განაცხადის მიღმა დატოვების მიზეზი. დავიდ ლუისს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

