ლონდონის ჩელსის მცველს დავიდ ლუისს კლუბის გამოცვლა სურს, რადგან მას ჩელსის მთავარ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დავიდ ლუისის შეძენა მადრიდის რეალს სურს და შესაძლოა ეს ტრანსფერი უკვე იანვარში განხორციელდეს. ბრაზილიელმა მცველმა კონტესთან კონფლიქტზე ღიად ისაუბრა და თქვა რომ კონტემ ის დიეგო კოსტასთან მეგობრობის გამო აითვალწუნა.
დიეგო კოსტას ასევე კონფლიქტი ჰქონდა ანტონიო კონტესთან და მან სწორედ ამის გამო დატოვა ლონდონური კლუბი.

