დავით ხოჭოლავამ შახტარის მწვრთნელის შექება დაიმსახურა

დავით ხოჭოლავამ შახტარის მწვრთნელის შექება დაიმსახურადონეცკის შახტარის ქართველმა ფეხბურთელმა  დავით ხოჭოლავამ ფეინოორდის წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მატჩის შემდეგ მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა. ფონსეკას თქმით ხოჭოლავამ ზუსტად შეასრულა მისი მითითებები და თითქმის შეცდომა არ დაუშვია.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი სწორედ ფეინოორდმა გაიტანა, მაგრამ უკრაინელებმა სამჯერ შეძლეს მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა და საბოლოოდ 3:1 დამსახურებულად მოიგეს. 4 ტურის შემდეგ შახტარი 9 ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და მათ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსები აქვთ.