დემბელე მოედანს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება

დემბელე მოედანს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდებაბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე მოედანს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება.

დემბელეს სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოსთვის ის სრულიად ჯანმრთელი იქნება, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს არ სურს გარისკვა, ამიტომ დემბელე რეალის წინააღმდეგ 23 დეკემბერს არ ითამაშებს.

დემბელეს ტრანსფერში ბარსელონამ 105 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მას კიდევ ორი თვე მოუწევს ფეხბურთის გარეშე ყოფნა.