მაშინ როცა მთელი საქართველი დემნა გვასალიას მიერ მსოფლიოს „ატროლვაზე“ ხალისობს, ჩვენი ბიჭი არ ჩერდება და არც მეტი არც ნაკლები Gucci-ს გადაუსწრო!
დიახ, ალესანდრო მიკელეს „გუჩის“ დემნას „ბალენსიაგამ“ აჯობა და პლანეტის ყველაზე განხილვადი ბრენდი გახდა.
გავლენიანმა გამოცემა The Business of Fashion შეისწავლა 65 მილიონი მყიდველი, 5 მილიონი პროდუქტი, 12 000 ბრენდი და გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცი, რომლის თანახმადაც, ბალენსიაგამ გუჩი პირველი ადგილიდან ჩამოაგდო და მსოფლიოში მომენტის ყველაზე განხილვადი და მოთხოვნადი ბრენდი გახდა.
2017 წელს კი ბალენსიაგას ფეხსაცმელი ყველაზე გაყიდვადი, მოთხოვნადი მოდური პროდუქტი აღმოჩნდა.
Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.
კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილის მომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.
დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.
Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.
მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.
ნიუპოსტი