დევიდ მოიესი ვესტ ჰემის მწვრთნელი გახდა

დევიდ მოიესი ვესტ ჰემის მწვრთნელი გახდავესტ ჰემის ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი იქნება. ამის შესახებ განცხადება ვესტ ჰემის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. მოიესის ბოლო გუნდი სანდერლენდი იყო, რომელიც შარშან პრემიერ ლიგიდან გავარდა და ამის შემდეგ მოიესი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

აღსანიშნავია რომ მას შემდეგ რაც მოიესი ევერტონიდან წავიდა, მას არცერთ გუნდში არ მიუღწევია წარმატებისთვის. ვესტ ჰემში მას კიდევ ერთი შანსი მიეცემა, თუმცა დევიდს რთული სამუშაო ელის, რადგან ვესტ ჰემი ამჟამად მე-18 ადგილზეა. სწორედ ასეთი ცუდი შედეგის გამო რამდენიმე დღის წინ სლავენ ბილიჩმა ვესტ ჰემი დატოვა.