ედუარდო ბერიცოს სიმსივნე დაუდგინეს

ედუარდო ბერიცოს სიმსივნე დაუდგინესსამწუხარო ამბავი გავრცელდა ესპანეთში, სადაც სევილიის მთავარ მწვრთნელს ედუარდო ბერიცოს სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ეს არ არის მძიმე ფორმის სიმსივნე და ოპერაციის გაკეთების შემდეგ შესაძლოა ყველაფერი კარგად დასრულდეს.

ბერიცომ თავის ფეხბურთელებს ეს ამბავი ლივერპულთან მატჩის დროს შესვენებაზე უთხრა, როდესაც სევილია 0:3 აგებდა. შესაძლოა მწვრთნელის სიტყვებმა იმოქმედა ფეხბურთელებზე და მეორე ტაიმში მათ 3 უპასუხო გოლი გაიტანეს.

საბოლოოდ მატჩი 3:3 დასრულდა, ხოლო ბერიცო კი ოპერაციას რამდენიმე კვირაში გაიკეთებს.