განახლებული “შერატონის” გახსნა კიდევ გადავადდა. საქმის კურსს კომპანია “რაკია ჯორჯიაში” განუცხადეს, სასტუმრო, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიხსნება.
რენოვაციაში 45 მილიონი დოლარი ჩაიდო. განახლებულ შერატონში 220 ნომერი იქნება, ასევე გაფართოვდება აუზი, მოეწყობა სპორტ დარბაზი შიდა აუზით. მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები კაზინოს მოსაწყობადაც.
შეგახსენებთ, რომ “შერატონ მეტეხი პალასი” რაკია ჯორჯიამ 2014 წლის ბოლოს დახურა და რენოვაცია დაიწყო. იგეგმებოდა, რომ სასტუმრო 2016 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო.
მიმდინარე წლის ზაფხულში “რაკია ჯორჯიაში” საქმის კურსს განუცხადეს, რომ სასტუმრო 2017 წლის ბოლომდე გაიხსნებოდა.