გარეტ ბეილი ტრავმას მალე მოიშუშებს

გარეტ ბეილი ტრავმას მალე მოიშუშებსმადრიდის რეალის უელსელი ვინგერი გარეტ ბეილი ერთ კვირაში მზად იქნება სათამაშოდ. ამის შესახებ განცხადება რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. ბეილი ბოლო რამდენიმე წელიწადია ტრავმებმა გააწამეს და წელს მან უკვე ორჯერ მიიღო ტრავმა, რის გამოც თვეზე მეტი გამოტოვა.

ბეილის არყოფნამ იმდენად სისტემატიური სახე მიიღო, რომ მისი რეალიდან წასვლის შესახებაც ალაპარაკდნენ, თუმცა თვითონ ბეილმა ეს ჭორები უარყო და თქვა, რომ რეალში ის თავს კარგად გრძნობს. ბეილი რეალმა 2013 წელს იყიდა და მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც მაშინ სატრანსფერო რეკორდი იყო.