ადრიატიკის ლიგის მე-8 ტური ქართველი კალათბურთელისთვის, გოგა ბითაძისთვის წარმატებული გამოდგა. მართალია, “მეგა ბიმაქსი” “პარტიზანთან” 89:102 დამარცხდა, მაგრამ დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
18 წლის ქართველმა 20 წუთში 19 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, რის წყალობითაც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ადრიატიკის ლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში “მეგა ბიმაქსი” 3 მოგებით მეექვსე ადგილს იკავებს.
ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას ამ ტურნირზე 17 ნოემბერს, “ბეოგრადთან” გამართავს.
იმედინიუსი

