გრიზმანს პსჟ-ში თამაში სურს

გრიზმანს პსჟ-ში თამაში სურსმადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ მას ნეიმარის და მბაპეს გვერდით სურს თამაში. ამის შემდეგ ცხადი გახდა გრიზმანის სურვილია პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს.

ბოლო პერიოდში ანტუანი არცთუ კარგად გამოიყურება თავისი კლუბის შემადგენლობაში და მის წასვლაზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. გრიზმანის მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩენს, მაგრამ როგორც ჩანს თვითონ ფეხბურთელს სამშობლოში სურს დაბრუნება.

აღსანიშნავია რომ გრიზმანს ფრანგულ კლუბში არასოდეს უთამაშია, რადგან ის სან სებასტიანში გაიზარდა და მისი პირველი გუნდი რეალ სოსიედადი იყო.