სილამაზის კონკურსი „მის საქართველო 2017“ გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს. მიზეზი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარია. სწორედ ეს სასტუმრო მასპინძლობდა კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კონკურსის ორგანიზატორის ია კიწმარიშვილის განცხადებით, ყველა მონაწილე ხანძარს უვნებელი გადაურჩა.
„მის საქართველო 2017“ 26 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში უნდა გამართულიყო.
სასტუმრო “ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.