მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა ბაზელთან შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და ამით 44-მატჩიანი სერია შეწყვიტა, რომლებშიც ის მუდმივად უშვებდა გოლს.
აკინფეევმა ბოლოს 2006 წლის ნოემბერში არ გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში და ამის შემდეგ 11 წლის მანძილზე ის ვერაფრით ახერხებდა რომ კარი მშრალად შეენახა.
ცსკა-მ ბაზელი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და მოსკოველებს აქვთ შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ.

