იტალიის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა რობერტო მანჩინი გახდეს

იტალიის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა რობერტო მანჩინი გახდესიტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა რობერტო მანჩინი გახდეს, რომელიც ამჟამად ზენიტში მუშაობს. ჯანპიერო ვენტურას ჯერჯერობით თავისი პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ სავარაუდოდ მას უახლოეს მომავალში გაანთავისუფლებენ თანამდებობიდან.

რაც შეეხება მანჩინის, მას საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და მისი ხელმძღვანელობით 2012 წელს მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა. მანჩინის იტალიაშიც ბევრ კლუბში უმუშავია და ის იტალიელ ფეხბურთელებს კარგად იცნობს.

სხვა კანდიდატურები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა უახლოეს დღეებში შესაძლოა ახალი გვარებიც გავიგოთ.