იურგენ კლოპი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა

იურგენ კლოპი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდალივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ოთხშაბათს, გუნდის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა კლოპმა საავადმყოფო მალევე დატოვა და დაუბრუნდა ლივერპულს.

შაბათს ლივერპული საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონს მიიღებს და სავარაუდოდ კლოპი თავის ადგილზე იქნება. ლივერპულს წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები ელის და გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან ლივერპულმა სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო.