ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ის დრო გაიხსენა, როდესაც მამის ავადმყოფობაზე გაიგო და ამან მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
”2013 წლის ბოლოს მამამ გვითხრა, რომ მას ყელის კიბო ჰქონდა. ამის შემდეგ თამაშის წინ სულ მასზე ვფიქრობდი და ვცდილობდი, რომ მას ჩემით ეამაყა. საბედნიეროდ მან დაძლია ეს ავადმყოფობა და დღეს ის კარგად არის”–განაცხადა ჯორდან ჰენდერსონმა.
ჰენდერსონმა დაამატა, რომ მისთვის დიდი პატივია ლივერპულის კაპიტნობა და მომავალში ის შეეცდება, რომ თავის გუნდს კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს.

