ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გახარიას დანიშვნა შს სამინისტროში ერთადერთ მიზანს ემსახურება, ის ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ის აკონტროლებს ივანისვილის ბიზნესს რუსეთში და თავადაც აქვს ბიზნესი ოკუპანტ სახელმწიფოში.
დეკანოიძის თქმით, გახარია ხელდასმულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მისი დანიშვნა ნათელ სხდის, რომ ივანიშვილი ყველა სამარტლებრივ სტრუქტურაზე ცდილობს გავლენის გამყარებას.
– დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბატონი მღებრიშვილი , რომელსაც უკავშირდება გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გადადმგარიყო, რადგან არ გამოძიებულა მუხთარლის საქმე , რეპერების საქმე, არავინ დასჯილა კილაძის შვილის საქმეზე, იმიტომ რომ იყო ჩადებები, უკანონო თვალთვალი, არაობიექტური მართლმასაჯულება ხორცილდება ქვეყანაში, ის გადააყენეს თუმცა შეუქმნეს საგანგებო სიტუაციების სამსახური დ აგაზარდეს ბიუროკრატია, რომ კარგი ხელფასი ჰქონდეს და კარგი მანქანა ემსახურებოდეს. არ დაისჯება არცერთ გამოუძიუებელ საქმეზე, მაგრამ ბატონი გახარია, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში იგი ასევე აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს და ქონებას რუსეთში, ხელდასმულია რუსეთის მთავრობისგან ,რადგან წარმოუდგენელია, რომ რუსეთში ვინმეს ჰქონდეს ბიზნესი და არ ჰქონდეს ძალიან კარგი ანტისახლმწიფოებრივი კონტაქტები რუსეთში. ეს ადამიანი მხოლოდ ამიტომ გახდა შს მინისტრი, მას არ გააჩნია არც კომპეტენცია არც სამართალმცოდნეა დარწმუნებული ვარ წარმოდგენაც არ აქვს, როგორ მუშაობს პოლიციის სისტემა , მინისტრი გახდა იმიტომ რომ არის ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრი… ივანიშვილმა გადაწყვიტა სრული კონტროლი მოიპოვოს ყველა ძალოვან სისტემაზე, – აცხადებს ხატია დეკანოიძე ,,იბერიას“ ეთერში.

