ბარსელონას ლეგენდა ხავი ერნანდესი საფეხბურთო კარიერას ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს და ამის შემდეგ მისი მიზანია, რომ ის მწვრთნელი გახდეს. ხავი ამჟამად ყატარში თამაშობს და არ აკონკრეტებს თუ რომელ ქვეყანაში აპირებს სამწვრთნელო კარიერის დაწყებას.
არ არის გამორიცხული, რომ ის სამშობლოში დაბრუნდეს და რომელიმე ესპანურ გუნდს ჩაუდგეს სათავეში. ხავის საფეხბურთო კარიერა მთლიანად ბარსელონას უკავშირდება და მან ამ გუნდში 15 წელიწადი გაატარა. ხავი ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება.

