ხავიერ პასტორეს პსჟ-დან წასვლა სურს

ხავიერ პასტორეს პსჟ-დან წასვლა სურსპსჟ-ს არგენტინელ ნახევარმცველს ხავიერ პასტორეს სხვა კლუბში გადასვლა სურს, რადგან პსჟ-ში მას საკმარისი სათამაშო დრო არა აქვს. პასტორე საკმაოდ იშვიათად გამოდის მოედანზე პირველი წუთებიდან და არგენტინელი ამის გამო უკმაყოფილოა.

პასტორეს შეძენა საკმაოდ ბევრ კლუბს სურს, მათ შორის არიან რომა და სევილია. პასტორეს მიმართ ასევე ინტერესს გამოხატავს მილანის ინტერიც. პსჟ სავარაუდოდ ხავიერის გაშვებაზე უარს არ იტყვის, რადგან პარიზულ გუნდში მასზე აქცენტს დიდიხანია აღარ აკეთებენ.