პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელობას აპირებს. რონალდუს თქმით ის ამ საქმეშიც წარმატებული იქნება.
”ფეხბურთში დიდი გამოცდილება დავაგროვე და სამწვრთნელო კარიერაში ეს უდაოდ ძალიან დამეხმარება. როდესაც ფეხბურთელი აღარ ვიქნები მინდა რომ ამ სფეროში დავრჩე და მწვრთნელობა ამისი საუკეთესო საშუალებაა”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

