მადრიდის რეალის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ტოტენჰემმა პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და მსაჯს ის გოლი არ უნდა ჩაეთვალა.
გარდა ამისა, რონალდუმ ასევე აღნიშნა, რომ ჟირონასთან შეხვედრის დროსაც მსაჯებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს რეალის საწინააღმდეგოდ.
”ტოტენჰემმა გვაჯობა, მაგრამ პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ჟირონამ გადამწყვეტი გოლი ასევე თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა. იმედია მდგომარეობა გამოსწორდება და რეალი თავის თამაშს იპოვის”– განაცხადა რონალდუმ.
ტოტენჰემმა რეალი 3:1 დაამარცხა და თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

