ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუმ ფლორენტინო პერესს თხოვნითაც მიმართა, რომ ზაფხულში ის სხვა კლუბში გაუშვან.
ამ საკითხზე ჯერჯერობით თვითონ რონალდუს კომენტარი არ გაუკეთებია. წლევანდელ სეზონში კრიშტიანო არ გამოირჩევა ისეთი შედეგიანობით როგორც ადრე და მას ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, რონალდუ ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

