ხუთი მოადგილე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების დაპირების პარალელურად-საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კალაძის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მას ხარჯების შემცირება მართლაც სურს საკუთარი მოადგილეებიდან უნდა დაიწყოს.
– ის რომ ხუთი მოადგილე დატოვა ეს უკვე ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ აპირებს. როცა მერად არჩევამდე დააანონსა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას აპირებდა თუ ეს მართლაც სურს უნდა დაეწყო საკუთარი მოადგილეებიდან, – ამბობს ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება თავად მოადგილეებს, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახალი მოადგილეების შეფასება ჯერ-ჯერობით სწორი არ იქნება. ხოლო ნარმანიას ერთადერთი მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის დატოვებით, დადასტურდა ოპოზიციის ეჭვი,რომ ის სუსის კადრი იყო და ახალი მერის გასაკონტროლებლად დატოვეს.
– ნარმანიას მოადგილე ნიკოლეიშვილი იყო სუსის კადრი – ,თავიდანვე არსებობდა ეჭვი – ეს ადამიანი გარკვეულ კონტროლს აწარმოებდა ნარმანიას საქმიანობაზე. ფაქტია, რომ ერთადერთი ადამიანი რომელიც დარჩა, სწორედ ეს ადამიანია, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს, რომ ეს კაცი სუსიგან იქნება მართული და ახლა კალაძეს გაკონტროლებას აპირებენ მისი საშუალებით. დანარჩენი მოადგილეების კომპეტენციის შესახებ რთულია ვისუბრო, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რამდენად აუღებენ ალღოს იმ სოციალურ- ეკონომიკურ და ეკოლოგიური გამოწვევებსა და იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ქალაქი დგას. მაგრამ თუ ისევე აირჩია კალაძემ მოადგილეები, როგორც საკრებულოს დეპუტატები შეარჩიეს, (მაგალითად, როცა სიის პირველმა ნომერმა თქვა, რომ თბილისში ორ მეტროს ააშენებდა) მაშინ არაფრის მომტანი იქნება არც კალაძისთვის და არც ქალაქისთვის. ის ფაქტი, კი რომ ნარმანიას ვერცერთმა მოადგილემ (ერთის გარდა,რომლის მერიაში დარჩენის მიზეზზე უკვე ვისაუბრე) ვერ შეინარჩუნა პოსტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ,რასაც ვამბობდით,რომ ნარმანიას კადრები არაკომპეტენტური იყო, ჰქონდათ არასწორი მენეჯმენტი, იყვნენ კორუმპირებულები, კალაძემ მათი გათავისუფლებით ეს დაადასტურა, – განაცხადა ხაბეიშვილმა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

