ლივერპულს იულიან დრაქსლერის ყიდვა სურს

ლივერპულს იულიან დრაქსლერის ყიდვა სურსლივერპულს კვლავინდებურად სურს პსჟ-ს გერმანელი ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის შეძენა, რომელიც პსჟ-დან სავარაუდოდ წავა, რადგან ნეიმარის მისვლის შემდეგ დრაქსლერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

დრაქსლერის ყიდვა სხვა კლუბებსაც სურთ, მაგალითად მიუნხენის ბაიერნს, ამიტომ ლივერპულისთვის მისი შეძენა იოლი არ იქნება.

ლივერპულის მწვრთნელს იურგენ კლოპს უკვე დიდიხანია სურს რომ დრაქსლერი თავის გუნდში იხილოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილად რჩება. პსჟ-ში გადასვლამდე დრაქსლერი ვოლფსბურგის ღირსებას იცავდა.