მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფორვარდით მარკო ასენსიოს შეძენით არის დაინტერესებული და შესაძლოა ასენსიო ინგლისში ვიხილოთ.
ასენსიო ევროპაში ერთ-ერთ მთავარ ახალგაზრდა ვარსკვლავად ითვლება და რეალი მას იოლად არ დათმობს. მარკოს სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება, თუმცა მანჩესტერი მზად არის ამ თანხის გადასახდელად.
ასენსიომ სეზონის დასაწყისში ყველას თავი დაამახსოვრა ბარსელონას კარში გატანილი ლამაზი გოლებით, როგორც ნოუ კამპზე, ასევე სანტიაგო ბერნაბეუზე.

