მღებრიშვილს გახარია შეცვლის

 მღებრიშვილს გახარია შეცვლისსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბარს ორშაბათს გეგმავს, მღებრიშვილს, ჯეჯელავას, ხეჩიკაშვილს და გიორგაძეს შეეხოთ.
არებული ინფორმაციით, კვირიკაშვილმა გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე გადააყენა თანამდებობიდან, რაც შეეხება მიხეილ გიორგაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდება. თუმცა უცნობია დარჩებიან თუ არა მინისტრები მთავრობის გუნდში და მოხდება თუ არა მათი სხვა პოზიციაზე გადაყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება. დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. აქედან გამომდინარე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.