მილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება

მილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნებამილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ვინჩენცო მონტელა ორშაბათს თანამდებობიდან ოფიციალურად გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად მილანს გატუზო გაწვრთნის.

მილანი ბოლო თამაშებში ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ითხოვს გულშემატკივარი და ხელმძღვანელობა, ამიტომ მონტელას განთავისუფლება თანამდებობიდან გასაკვირი არავისთვის ყოფილა.

ჯენარო გატუზო მილანის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა და ამჯერად მას გაცილებით მნიშვნელოვანი თანამდებობა ექნება.

გატუზოს მილანის შემადგენლობაში უამრავი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ის ამ გუნდის ლეგენდად ითვლება.