იტალიური საფეხბურთო გრანდი, მილანის „ინტერი“ ნიჭიერ დამწყებ ფეხბურთელებს მთელს მსოფლიოში ეძებს. ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხული სკოლების დაფუძნებაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მომავალ წელს, იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება. ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი თბილისში ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა. ის აცხადებს, რომ „თავისუფალი ფეხბურთის“ წინადადება მოსწონს და „ინტერის“ საზაფხულო სკოლის საქართველოში დაფუძნება რეალური საქმეა.
როგორც „თავისუფალი ფეხბურთის“ პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე აცხადებს, გადაწყვეტილება ფაქტობრუვად მიღებულია.

