პსჟ-ს ვარსკვლავს ნეიმარს სელტიკთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა რეალში მის შესაძლო გადასვლაზე დაუსვა შეკითხვა, რამაც ბრაზილიელი ფეხბურთელი გააღიზიანა. ნეიმარმა განაცხადა რომ ის მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს და ჟურნალისტებმა უნდა შეწყვიტონ რეალზე კითხვების დასმა.
ნეიმარი სხვა შეკითხვამაც გააღიზიანა, რადგან მას გერმანია–ბრაზილიის შეხვედრა გაახსენეს, რომელიც გერმანელებმა 7:1 მოიგეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა პსჟ-სელტიკის დაპირისპირებაც და ჟურნალისტმა ნეიმარს სთხოვა ეს ორი შეხვედრა ერთმანეთისთვის შეედარებინა.
ნეიმარმა უპასუხა რომ ძველი მატჩების გახსენება საჭირო არ არის.

