ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:
ევროპიდან ვეხმაურები “განსხვავებულ აქცენტებში” წამოწეულ თემას:
”1. იდიოტ კორკოტებს იდიოტური გამონათქვამებისთვის, ცხადია, სისხლისსამართლებრივად არ უნდა დევნიდნენ.
2. თუ ძალადობის მუქარა/მოწოდება რეალურ ხასიათს ერთი მისხალით მაინც მიიღებს, რეაქცია უნდა იყოს უკიდურესად მკაცრი. რეალურია ძალადობა, მათ შორის, სიტყვიერი დევნით გამოხატული. დევნა სისტემატური, ადრესირებული და მიზანმიმართული წნეხია, და არა ფბ სტატუსები “ქათამი, ქათამი, პიდარასტი, პიდარასტი, კბილებს ჩამოვუღებ.”
3. ქსენოფობებს დაუთმობ თუ არა ეთერს, სადაც, მაღალი ალბათობით, სიძულვილის ენას გამოიყენებს და სიძულვილის ტირაჟირებას გააკეთებს – ტელევიზიის პირადი არჩევანია და მისი სარედაქციო გემოვნების საკითხი. რ2 ამაზე ამბობს უარს, მაკა რაზმაძე და ტვ იბერია – ეთერს, როგორც ჩანს, დაუთმობს.
გამოსავალი არსებობს – უყურეთ რ2ს