ავსტრალიაში აზიურ ოსკარად წოდებულ კინოფესტივალზე – Asia Pacific Screen Awards ორმა ქართულმა ფილმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაცია.
დაჯილდოვების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.
ჟიურის გრან პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს – ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა“. „საშიში დედა“ საქართველოს სახელით ასევე წარდგენილია ოსკარზე და უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად იბრძვის. ფიილმს უკვე მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.
კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს – მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე“, იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს და ახალი ფილმის გადაღების დაფინანსებაც მოიპოვა.
ფილმში „საშიში დედა“ შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.
ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ „20 Steps Productions“ ფილმის პროექტის „ნენე“ განსავითარებლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.
პირველი