ფლეიბოის ლამაზმანმა ჯენა ბენტლიმ მკერდის დაპატარავება გადაწყვიტა.
აღნიშნულის მიზეზი კი ის უსიამოვნება გახდა, რომელშიც მოდელი მკერდის ზომების გამო გაეხვა. პლაჟზე სირბილის დროს, ჯენა საკუთარი მკერდის “მსხვერპლი” გახდა. უცნაურია მაგრამ, Playboy-ს მოდელს საკუთარი მკერდი მოხვდა სახეში – რის გამოც გონება დაკარგა.
– გონს რომ მოვედი გარშემო არავინ იყო, მარჯვენა მკერდი კი მოშიშვლებული მქონდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მას შეეძლო მოვეკალი, – აღნიშნავს ჯენა.
სწორედ ამიტომ, მოდელმა მკერდის დაპატარავება გადაწყვიტა. მაგრამ თაყვანისმცემელთა დაჟინებული თხოვნის შემდეგ ყოყმანობს.
პირველი